воскресенье, 31 мая 2015 г.

ტრენინგის     მე-3  დღე

    ტრენინგის მე-3 დღე ძალიან დატვირული იყო ახალი ინფორმაციით. ყურადღება გავამახვილეთ სტანდარტის გათვალისწინებაზე. სტანდარტის შერჩევის შემდეგ სასწავლო მიზნების სწორად ჩამოყალიბებაზე. მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი  იყო ის რომ მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ბუნდოვან აქტივობებზე. გავარჩიეთ განსხვავება მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, კონკრეტულად ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე. გავეცანით დამხმარე რესურსებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშებს. ტრენერმა ნათლად აგვიხსნა რომ ზოგად კითხვას უნდა გავყავდეთ მაღალ სააზროვნო უნარებზე. შინაარსობრივი კითხვები შეიძლება იყოს დაბალი სააზროვნო უნარების. ძალზე მნიშნელოვანი იყო მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკის გაცნობა, აუცილებლად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის დასაწყისში. ვისწავლეთ  ბუკლეტების შექმნა.








Комментариев нет:

Отправить комментарий