воскресенье, 21 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე


     დღეს დავასრულეთ ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.'' გვიარეთ 8 მოდული: პროექტებით სწავლება ,სასწავლო პროექტის დაგეგმვა, კავშირები , სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება.
 ტრენინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ტრენინგმა მოლოდისნ გადააჭარბა, ბევრად მეტი ცოდნა შევიძინე ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო. სასიამოვნო იყო ტრენერთან დიანა  მიქაძესთან მუშაობა, ძალიან სასიამოვნო იქნება მომავალში თუ მომეცემა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო მისი ტრენინგი.
ტრენინგის  მე-8 დღე

დღეს ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე , რომელიც ეხებოდა ფასილიტაციას. მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას , რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და ასწავლოს როგორ ისწავლონ მათ. ჩამოვტვირთეთ პრეზენტაციების, პუბლიკაციების, ცხრილებისა და ვებრესურსების ნიმუშები. განვიხილეთ და ჩავინიშნეთ ჩვენთვის საინტერესო მასალები.
მე-7 დღე

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები .გავაკეთეთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. გავაკეთეთ რეფლექსია შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე. გავეცანით დამატებით რესურსებს. განვიხილეთ შეფასების დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ფაქტორები . შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისთვის. გადავხედეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.გავეცანით შეფასების ონლაინპროგრამის გამოყენებას. ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.







<

воскресенье, 31 мая 2015 г.

ტრენინგის მე-6 დღე

დრეს ვისაუბრეთ პროექტში ინტერნეტის გამოყენებაზე. დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნასრომები. მოვახდინეთ ნამუსევრების შეფასება. როგორ გვეხმარება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებზე პასუხის გაცემაში.ვიმსჯელეთ როგორ უზრუნველყოფს შერჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტები სწავლის გაძლიერებაში.
  პროექტის  ჩარჩოს დაგეგმვა. დავაკავშირეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი კითხვებტან და მიზნებთან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ავტვირთეთ პრეზენტაცია, დავიწყეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შექმნა.




ტრენინგის  მე-5 დღე

მუშაობა დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით.გადავხედეთ რჩევებს და მეთოდებს უკუკვშირისთვის. გავიხსენეთ საპრეზენტაციო პროგრამაში მუშაობა. გავეცანით რჩევებს და მეთოდებს უკუკავშირისთვის. დავიწყეთ მუშაობა პროექტის პრეზენტაციაზე. გავეცანით საავტორო უფლებების წესდებას. ჩვენი პროექტის პორთფოლიოს რესურსებში გადმოვტვირთეთ ელ.წიგნიდან ის რესურსები რომელიც გამოყენებულ ლიტერატურაში მიუთითებს ვებგვერდის მისამართს და გამოყენებულ მასალებს.
ტრენინგის  მე-4  დღე

ტრენინგის დასაწყისში მოკლედ შევაჯამეთ წინა დღე და მუშაობა დავიწყეთ მაკრატლის გამოყენებაზე, რომელიც სააჭიროა ბუკლეტის შექმნის დროს. დიდი დრო დავუთმეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდის შექმნის და გამოყენების სახელმძღვანელოზე მუშაობას.
ყურადღება გავამახვილეთ შეფასების ოთხ ძირითად მიზანზე.გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად სტრატეგიას. ვისწავლე რომ არ არის აუცილებელი , რომ თითეული კატეგორიიდან ყველა მეთოდი გამოვიყენოთ. მაგრამ შეფასების გეგმა ხუთივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს. გავეცანით თითეულ კატეგორიაში შემავალ მეთოდებს.ჩემ სასწავლო პროექტის შეფასების ფორმების დაგეგმვის დროს აუცილებლად გამოვიყენებ
განმავითარებელი შეფასების ხუთივე მიზანს.