воскресенье, 21 июня 2015 г.

ტრენინგის მე-9 დღე


     დღეს დავასრულეთ ტრენინგი ,,ინტელის სასწავლო კურსი, პროექტზე დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება.'' გვიარეთ 8 მოდული: პროექტებით სწავლება ,სასწავლო პროექტის დაგეგმვა, კავშირები , სასწავლო ნიმუშების შექმნა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ბოლოს გავაკეთეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოს ჩვენება.
 ტრენინგმა გვიჩვენა რომ პროექტები შესაძლებლობას იძლევა , სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს. მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. შევისწავლეთ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები. ტრენინგმა მოლოდისნ გადააჭარბა, ბევრად მეტი ცოდნა შევიძინე ვიდრე ჩემი მოლოდინი იყო. სასიამოვნო იყო ტრენერთან დიანა  მიქაძესთან მუშაობა, ძალიან სასიამოვნო იქნება მომავალში თუ მომეცემა საშუალება კიდევ ერთხელ მოვისმინო მისი ტრენინგი.
ტრენინგის  მე-8 დღე

დღეს ვიმუშავეთ მე-7 მოდულზე , რომელიც ეხებოდა ფასილიტაციას. მასწავლებელი როგორც ფასილიტატორი რესურსებს ისე უკეთებს ორგანიზებას , რომ სწორი მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და ასწავლოს როგორ ისწავლონ მათ. ჩამოვტვირთეთ პრეზენტაციების, პუბლიკაციების, ცხრილებისა და ვებრესურსების ნიმუშები. განვიხილეთ და ჩავინიშნეთ ჩვენთვის საინტერესო მასალები.
მე-7 დღე

დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.განვიხილეთ შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვის შესაძლებლობები .გავაკეთეთ უკუკავშირი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გასაუმჯობესებლად. გავაკეთეთ რეფლექსია შეფასების არსებულ პრაქტიკასა და ფორმებზე. გავეცანით დამატებით რესურსებს. განვიხილეთ შეფასების დაგეგმვისას გასათვალისწინებელი ფაქტორები . შევქმენით შეფასების ფორმები მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომებისთვის. გადავხედეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები.გავეცანით შეფასების ონლაინპროგრამის გამოყენებას. ცვლილებები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.







<